საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა მოიგო. ავსტრიის ქალაქ შვაცის „ზილბერშტადტ-არენაზე“ მალტასთან გამართული ამხანაგური შეხვედრა ვლადიმირ ვაისის გუნდის დიდი უპირატესობით წარიმართა.
საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა. მე-16 წუთზე ანგარიშის გახსნა ლობჟანიძეს შეეძლო, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა, მოგვიანებით კი კიდევ ორი რეალური მომენტით ვერ ისარგებლა: მე-18 წუთზე მისი დარტყმის შემდეგ მალტელები ძელმა იხსნა, ხოლო კიდევ ერთ წუთში „რანდერსის“ ქართველმა შემტევმა ახლოდან კარს ააცილა.
აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ეპიზოდში მას გადაცემებით ვაკო გვალია ამარაგებდა. „ლუცერნის“ ქართველმა ნახევარმცველმა 22-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ უკვე ბუდუ ზივზივაზე დატოვა, მაგრამ ‘დინამო თბილისის’ თავდამსხმელმა მახვილი კუთხიდან გატანა ვერ შეძლო.
37-ე წუთზე ანგარიშის გახსნის შანსი ისევ ლობჟანიძეს მიეცა, მაგრამ მიზანს მან ამჯერადაც ააცილა. 39-ე წუთზე, მალტელთა მეკარემ უკვე ვახტანგ ჭანტურიშვილის სახიფათო დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი ზივზივაძემ ვერ იყოჩარა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ნახევარი საქართველოსთვის ცუდად დაიწყო: 53-ე წუთზე ვაკო გვილია მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს. მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, უპირატესობას ფლობა და საბოლოოდ, მიზანსაც მიაღწია: 89-ე წუთზე, „ჯვაროსნებში“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც გურამ კაშიამ უნაკლოდ შეასრულა და საქართველომ 1:0 მოიგო.
საქართველო – მალტა 1:0
გოლები: 1:0 კაშია (89. პ)
საქართველო: კვასხვაძე, გეგეჩკორი, კვირკველია, კაშია, დვალი, აბურჯანია, გვილია, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ჭანტურიშვლი, ზივზივაძე
შეცვლაზე: ხოჭოლავა, კაჭარავა, ბერიძე, ხარაიშვილი, ნავალოვსკი