საქართველოს ნაკრებმა კაუნასში „ჟალგირისის“ არენაზე ივარჯიშა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 1 აგვისტოს მეორე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე ლიეტუვა იქნება. მატჩი კაუნასში, „ჟალგირისის“ არენაზე გაიმართება და 20:20 საათზე პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ჩვენმა გუნდმა ლუეტუვაში პირველი ვარჯიში 31 აგვისტოს გამართა. ვარჯიშის დაწყების წინ ქართველი კალათბურთელები მეტოქეებს შეხვდნენ. ზოგიერთ მათგანს კლუბში ერთმანეთის გვერდით უთამაშია.
„ლიეტუვის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. კარგი მოთამაშეები ჰყავს. მათთან ამხანაგურად თამაში ჩვენი ნაკებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ყურადღება უნდა მივაქციოთ დეტალებს და შეცდომების რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატამდე მინიმუმამდე დავიყვანოთ“, – აღნიშნა საქართველოს ნაკების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა.