საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა (ვიდეო/ფოტო) | იაპონია 2019
10:16, 02.10.2019
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მესამე მატჩის გამართვამდე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა კაპიტნის ვარჯიში ჰანაზონოს რაგბის სტადიონზე გამართა.
ამჟამად, ერთი წაგებითა და ერთი მოგებით, ჩვენი გუნდი D ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება და 3 ოქტომბერს ფიჯის დამარცხების შემთხვევაში ამ პოზიციას გაინაღდებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბორჯღალოსნები 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ადგილს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე დაიბევებენ.
მატჩი ფიჯის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ 09:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადმოსცემს.
რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს, ჩვენი გუნდი მას 11 ოქტომბერს გამართავს და მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი – ავსტრალიის ნაკრები იქნება.