საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა 5 სექტემბრიდან დაიწყება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს თბილისში ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ მატჩის ბილეთების გაყიდვა 5 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.ge-ზე დაიწყება.
ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.