საქართველოს ნაკრების მეტოქეები | უგოლო ფრე ალბანეთისა და ჩეხეთის მატჩში #1TVSPORT
ერთა ლიგის B1 ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, ალბანეთმა ჩეხეთს უმასპინძლა და ქულა მოიპოვა 0:0.
ტირანას „აირ ალბანიაზე“ გამართული შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა. უფრო მეტი რეალური საგოლე მომენტი ჩეხებმა შექმნეს – ბურთი ორჯერ მოხვდა ძელს.
ერთა ლიგაზე გამართული 5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 7 ქულით მეორე ადგილზეა, პირველზე ჩეხეთია, მესამეზე – ალბანეთი (7), უკრაინა (5) ბოლო პოზიციას იკავებს.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს გასვლაზე ჩეხეთთან გამართავს. მატჩი ოლომოუცში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. თამაშის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს – გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.