საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები მეორე ტურის შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელსაც ეროვნული ნაკრები დღეს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.
ჰამბურგის „ვოლკსპარკშტადიონზე“ შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
მანამდე კი გულშემატკივრებმა ჰამბურგის სტადიონამდე მსვლელობა გამართეს და ქართველი ფეხბურთელები მატჩის წინ შეძახილებითა და სიმღერით გაამხნევეს.