წილისყრის შედეგად გაირკვა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფში. კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ჩვენი გუნდი ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება.
პირველი შეხვედრა 2018 წლის 24 თებერვალს თბილისში გაიმართება, განმეორებით მატჩს 3 მარტს ისრაელი უმასპინძლებს. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული 2018 წლის ივლისში, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
პლეი ოფის სხვა წყვილები ასე გამოიყურება: საფრანგეთი-შვეიცარია, რუმინეთი-ჩეხეთი, პოლონეთი-გერმანია, ჰოლანდია-ლიტვა, პორტუგალია-სლოვაკეთი, ბელარუსი-მალტა, უკრაინა-თურქეთი.
პლეი ოფის მეშვეობით რვა ფინალისტი გაირკვევა. კიდევ რვა გუნდს წინა ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ჰქონდათ განაღდებული ბარსელონაში თამაში. ესენი არიან: სერბეთი, მონტენეგრო, უნგრეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, ხორვატია და რუსეთი.