საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გიბრალტართან გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარის ნაკრებთან გამართავს.
ვლადიმირ ვაისს ოთხი ფეხბურთელი აკლია. სხვადასხვა მიზეზით, გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი, საბა ლობჟანიძე, ვაკო გვილია და გურამ კაშია ვერ დაეხმარებიან.
ქართველი ფეხბურთელები გიბრალტარში უკვე ჩაფრინდნენ და მატჩისთვის ემზადებიან.
საქართველოს ნაკრების 19-კაციანი შემადგენლობა გიბრალტარის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), გუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).
გიბრალტარისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:35 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.