საქართველოს მთავრობამ საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების კუთხით არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა განსაზღვრა
საქართველოს მთავრობამ საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების კუთხით არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა განსაზღვრა.
ბურკინა ფასო, საფრანგეთი, იტალია, მოზამბიკი, ნიგერია, რუმინეთი, შვეიცარია, ტანზანია, უკრაინა, ზამბია – ამ ქვეყნებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს ჯილეხია გამოვლენილი.
ცოფის შემთხვევებია დაფიქსირებული ეგვიპტეში, ელ სალვადორში, უნგრეთში, ინდონეზიაში, ყაზახეთში, მალაზიასა და ურუგვაიში.
დაავადება აუესკი დაფიქსირდა 2017 წელს პაპუა ახლი გვინეში.
ვრცელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც 2017 წელს დაავადება თურქული გამოვლინდა.
ეს ქვეყნებია: ალჟირი, ანგოლა, აზერბაიჯანი, ბჰუტანი, ბოცვანა, ჩინეთი, პალესტინის ავტონომიური რესპუბლიკა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, თურქეთი, ზამბია, ზიმბვაბვე, კოლუმბია, კონგო, გვინეა ბისაო, ისრაელი,ინდოეთი, იორდანია, ჩრდილოეთ კორეა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, მალავი, მონღოლეთი, მოზამბიკი, მიანმარი, ნამიბია, ნეპალი, სომხეთი, ქუვეითი, მაურიტიუსი, საუდის არაბეთი.
საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა საკმაოდ ვრცელია.
აღნიშნული ნუსხა დღეს 13 ნოემბერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
მთავრობის განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ ამ ნუსხაში მოხვედრილია ქვეყნები, სადაც დაფიქსირებული იყო დაავადებები ბოლო პერიოდის განმავლობაში.
„20 დღე – ჯილეხი, ცხენის გრიპი; 30 დღე – ცხენის რინოპნევმონია; 3 თვე – ფუტკრის ამერიკული სიდამპლე, ფუტკრის ევროპული სიდამპლე, ვაროატოზი; 6 თვე – ცოფი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, ცხვრისა და თხის ყვავილი, მიქსომატოზი, ფრინველის ინფექციური ბრონქიტი, ნიუკასლის დაავადება, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, ჰემორაგიული დაავადება, ნოდურალური დერმატიტი; 12 თვე – თურქული, ენზოოტიური ლეიკოზი, აუესკის დაავადება, ღორის კლასიკური ჭირი, ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი; 2 წელი – ვეზიკულური სტომატიტი, კონტაგიოზური პლევრო პნევმონია, ცხვრის კატარალური ცხელება (ბლუთანგი), ცხენების ინფექციური ანემია; 3 წელი – წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ღორის აფრიკული ცხელება; 4 წელი – რიფტველის ცხელება; 5 წელი – ღრუბლისებური ენცეფალოპათია, ცხვრის სკრეპი“,- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
დაავადებათა ნაწილის შემთხვევაში შეზღუდვა წესდება იმპორტის ნებართვის გაცემაზე.