საქართველოს მთავრობამ „საბაჟო კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომლითაც რამდენიმე რეგულაციის ამოქმედების გადაწევა იგეგმება
საქართველოს მთავრობამ „საბაჟო კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომლითაც რამდენიმე საკანონმდებლო რეგულაციის ამოქმედების ვადის გადაწევა იგეგმება.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის გათვალისწინებით, იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ასევე ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების პირადი სარგებლობისთვის საცალო წესით შესაძლებელი იქნება, რეალიზებული იყოს, არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე, უცხოური საქონელი სატარიფო ან საქართველოს საქონელი 2022 წლის პირველ იანვრამდე ნაცვლად, 2021 წლის პირველი იანვრისა.
ამასთან, ცვლილებებით, „ოქროს სიაში“ შეყვანით პირს 2022 წლის პირველ იანვრამდე მიენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით 2021 წლის პირველი იანვრის ნაცვლად.
ასევე, პროექტით მიხედვით, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა, მიიჩნევა საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად 2022 წლის პირველ იანვრამდე, ნაცვლად არსებული 2020 წლის პირველი სექტემბრის.
პროექტი, ასევე ითვალისწინებს საბაჟო ორგანოსთვის საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენისგან განთავისუფლების გადაწევას 2022 წლის პირველ იანვრამდე, ნაცვლად 2020 წლის პირველი სექტემბრის. აღნიშნული ცვლილებების განხილვა სავარაუდოდ, სექტემბერში დაიწყება, როცა პარლამენტი საშემოდგომო სესიას გახსნის.