საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2019 წლის საგაზაფხულო სესიისთვის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წარუდგინა
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2019 წლის საგაზაფხულო სესიისთვის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს 2019 წლის საგაზაფხულო სესიისთვის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წარუდგინა.

მთავრობის მიერ მომზადებულ გეგმაში გაწერილია იმ კანონპროექტების ნუსხა, რომლის მომზადებასა და ინიცირებას აპირებს აღმასრულებელი ხელისუფლება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცვლილებები მომზადდება დაახლოებით 115 კანონპროექტში, რომელიც ეხება სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, განათლების სისტემას, გარემოს დაცვას, ეკონომიკას და ა.შ.