საქართველოს მთავრობა თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის
საქართველოს მთავრობა თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის 10 პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა.