საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გუშინ გამართული საზეიმო ღონისძიების ფოტომასალას აქვეყნებს
საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გუშინ გამართული საზეიმო ღონისძიების ფოტომასალას აქვეყნებს

თავისუფლების მოედანზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით  საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დედაქალის მერი კახა კალაძე სიტყვით გამოვიდნენ.

„ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა, დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გზა არ იყო იოლი და ბევრი სირთულე იქნა გადალახული აღნიშნული შედეგის მისაღწევად.