საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება
პირი, რომელიც ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობებს შექმნის, ან მსგავს საკითხს ორგანიზებას გაუწევს, სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის 344(2) მუხლის პირველს ნაწილს ეხება.
ინიციატორი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტია.
დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა თამარ ხულორდავამ კანონპროექტის შინაარსი კანონმდებლებს პირველი მოსმენით გააცნო.
დეპუტატები ითხოვენ, დადგინდეს, იქნება თუ არა განსხვავება მსგავს დანაშაულის ხელშეწყობას და ორგანიზებას შორის.
,,არ იგულისხმება რომ რაიმე სანქციას დაექვემდებარება პირი, რომელიც თავად არღვევს სასაზღვრო რეჟიმს. საუბარია იმაზე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ამ ახალი შესაძლებლობებით ისარგებლეს, ახალი ბიზნესისთვის ნიშა იპოვეს და ორგანიზებას უწევენ უკანონო მიგრაციას. ეს არის უკანონო ქმედება,” – განაცხადა ხულორდავამ.