საქართველოს მოქალაქეს ავსტრიის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
საქართველოს მოქალაქეს ავსტრიის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცი გასული წლის ივნისში, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით, 60 ათასი ევროს ღირებულების სამკაულები გაიტაცა.
სასამართლო პროცესზე დაკავებულმა ძარცვის მოტივად საქართველოში არსებული ვალის გასტუმრება და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა დაასახელა.
მისი თქმით, მან ძვირფასეულობა ვენაში მყოფ ერთ-ერთ ნარკოტიკებით მოვაჭრეს გადასცა, სანაცვლოდ კი მისგან ფული და მეტადონი მიიღო.