საქართველოს მოქალაქეებზე 2018 წელს შენგენის სხვადასხვა ტიპის 2 000-მდე ვიზა გაიცა
საქართველოს მოქალაქეებზე 2018 წელს შენგენის 1 926 ვიზა გაიცა. საუბარია სხვადასხვა ტიპის, მათ შორის მრავალჯერად ვიზებზე. მონაცემებს საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია აქვეყნებს.
საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ვიზაზე შეტანილი განაცხადების საერთო რაოდენობა 2010 წლიდან 2017 წლამდე მზარდი იყო. თუმცა, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ (28.03.2017), ვიზებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.
საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის დოკუმენტში გამოქვეყნებული მონაცემებით, 2015 წელს საქართველოს მოქალაქეებისგან 100 549 განაცხადი დაფიქსირდა და 87 043 ვიზა გაიცა, 2016 წელს – 106 024 განაცხადი და 92 895 ვიზა, 2017 წელს – 23 354 განაცხადი და 19 141 ვიზა, 2018 წელს კი 2927 განაცხადი და 1 926 ვიზა.