საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ, ტაილანდის ვიზა საზღვარზე აიღონ
საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდის ვიზის აღება საზღვარზე დღეიდან შეუძლიათ.
ტურისტული ვიზიტის შემთხვევაში, ტაილანდის სამეფოში დარჩენა 15 დღით იქნება შესაძლებელი.
ინფორმაცია სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ გასული წლის ბოლოს გახდა ცნობილი, გადაწყვეტილების ამოქმედების ვადა კი მარტში დაზუსტდა.