საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებიც საფრანგეთში დევნილის სტატუსს ითხოვენ, თბილისში აქცია გაიმართა
საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებიც საფრანგეთში დევნილის სტატუსს ითხოვენ, თბილისში აქცია გაიმართა

საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებიც საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დევნილის სტატუსის მოთხოვნით აქციებს მართავენ, საპროტესტო აქცია თბილისშიც გაიმართა.

საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ახლობლები და მხარდამჭერები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.

მათი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში არსებული უკიდურესი გაჭირვების გამო უწევთ სამშობლოს დატოვება, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეს ცენტრში, საიმიგრაციო სამსახურის შესასვლელთან, საქართველოს მოქალაქეებმა დამატებითი კარვები გაშალეს და პრეფექტურის შენობის წინ აქცია გამართეს. ისინი დევნილის სტატუსს ითხოვენ და ამბობენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის.