საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე რუსეთის მიერ ვერდიქტის შესრულების საკითხს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი შეისწავლის
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე რუსეთის მიერ ვერდიქტის შესრულების საკითხს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი შეისწავლის

რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე, რუსეთის მიერ სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის შესრულების საკითხს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი შეისწავლის. ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. კერძოდ, სასამართლომ რუსეთი 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისას, მათი უფლებების დარღვევაში დამნაშავედ ცნო და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი 23-დან 25 სექტემბრამდე განიხილავს სხვადასხვა ქვეყნის და მათ შორის, რუსეთის მიერ სტრასბურგის გადაწყვეტილებების შესრულების საკითხს.