საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ავსტრიაში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში 1-ელ ივნისს მალტას დაუპირისპირდება.
“ჯვაროსნების” მომავალმა მეტოქემ, ავსტრიაში ერთი ამხანაგური მატჩი უკვე გამართა – მალტა ქალაქ ვატენსის სტადიონზე სომხეთს შეხვდა და ფრედ 1:1 ითამაშა. ამ დაპირისპირებას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდა.
ანგარიში თავდამსხმელმა ივან იაგანმა მე-13 წუთზე გახსნა, რომელიც სომხეთის ნაკრებში ბელგიური “ლიერსიდან” მიიწვიეს. მალტელებმა საპასუხო გოლი 45-ე წუთზე პენალტით გაიტანეს – თავი ანდრე აგიუსმა გამოიჩინა. 77-ე წუთზე სომხებს ფეხბურთელი გაუძევეს, თუმცა, ანგარიში აღარ შეცვლილა 1:1.
შეგახსენებთ, საქართველოსა და მალტის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება 1-ელ ივნისს, ავსტრიის ქალაქ შვაცში ჩატარდება. თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.