საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა

წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის მე-8 ტური ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა 1:3 წააგო პოლონეთთან და ჩემპიონობის შანსი დაკარგა.
თავიანთი პარტიები წააგეს ნინო ბაციაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა, ხოლო ნანა ძაგნიძე და სალომე მელია მოწინააღმდეგებს დაუზავდნენ. პარალელურად, რუსეთის ნაკრებმა 4:0 მოუგო თურქეთის ნაკრებს, რითაც ვადაზე ადრე გაიფორმა ჩემპიონის ტიტული – ის მიუღწეველია კონკურენტებისთვის.
რვა ტურის შემდეგ, რუსეთს 15 ქულა აქვს. მეორე-მესამე ადგილებზე საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებები არიან 12-12 ქულით. მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ უკრაინა და სომხეთი – მათ 11-11 ქულა აქვთ.
დღეს, ბოლო ტურში საქართველო იტალიას შეხვდება, პოლონეთი – რუმინეთს.