საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია WAF-მა საერთაშორისო ღონისძიებებიდან მოკვეთა #1TVSPORT
მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (WAF) ვებ-გვერდზე არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა – საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია საერთაშორისო ტურნირებიდან მოიკვეთა და ფინანსური სანქციები დაეკისრა.
„2021 წელს მსოფლიოს ჩემპიონატისა და პარაჩემპიონატის გამართვა საქართველოში იგეგმებოდა, თუმცა მასპინძლობის უფლების მიღების შემდეგ ქართველებმა ღონისძიებების ორგანიზება ვერ მოახერხეს, რითაც კონტრაქტი დაარღვიეს.
სწორედ ამიტომ მიიღო WAF-მა მისთვის მძიმე გადაწვეტილება საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის საერთაშორისო ტურნრებიდან მოკვეთისა და მისთვის სანქციების დაწესების შესახებ,“ – ვკითხულობთ ოფიციალურ წერილში.