ლევან საგინაშვილმა ლეგენდარული კანადელი მკლავჭიდელი აბსოლუტური უპირატესობით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ლევან საგინაშვილმა ლეგენდარული კანადელი მკლავჭიდელი აბსოლუტური უპირატესობით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველი კლავჭიდელის ტრიუმფი გრძელდება. დუბაიში, King Of The Table 4-ის პრესტიჟულ ტურნირზე ლევან საგინაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელია.

ქართველი სპორტსმენის მეტოქე ლეგენდარული კანადელი მკლავჭიდელი, რომელსაც ლევანთან შეხვედრამდე, ზედიზედ, ბოლო 10 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

ჩრდილოეთ ამერიკის რეიტინგით ნომერმა პირველმა მკლავჭიდელმა ქართველ მეტოქეთან უშანსოდ წააგო – საგინაშვილმა ლარატი ექვსივე რაუნდში მარტივად დაამარცხა – 6:0.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ლევანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ რუს მკლავჭიდელს, დენის ციპლენკოვს შეხვდეს, რომელიც წლებია, ქართველ გოლიათთან დაპირისპირებას სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებს.