საგინაშვილი კვლავ პირველია - ქართველმა მკლავჭიდელმა იტალიელი გასპარინი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს უძლიერესმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა. King Of The Table-ის პრესტიჟული ტურნირის მთავარ დაპირისპირებაში ქართველმა „ჰალკმა“ იტალიელ მეტოქეს, ერმეს გასპარინის სძლია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ მკლავჭიდელს, ლევან საგინაშვილს იტალიელმა სპორტსმენმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, საბოლოოდ, ვერაფერს გახდა.

ლევანმა პირველ ოთხ რაუნდში გაიმარჯვა, მაგრამ შემდეგ სუნთქვა გაუჭირდა, ბრძოლა შეწყვიტა და დარჩენილი ორი რაუნდი გასპარინის მოგებად ჩაითვალა. თუმცა, დამაჯერებელი გამარჯვება მაინც ლევან საგინაშვილმა მოიპოვა – 4:2.