კაპრალმა თემურ დადიანმა პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა  #1TVSPORT
კაპრალმა თემურ დადიანმა პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა #1TVSPORT

მსოფლიოს პარამკლავჭიდის ჩემპიონატს სტამბოლმა უმასპინძლა, სადაც 54 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ავღანეთში დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა თემურ დადიანმა პრესტიჟულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

თემურ დადიანმა ორივე ხელის კატეგორიაში გაიმარჯვა – მარცხენა ხელის ფინალში მან ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა, ხოლო მარჯვენა ხელში – უკრაინელი. ამგვარად, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურე ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

თემურ დადიანი გინესის ორგზის რეკორდსმენია და წარმატებით ასპარეზობს პარასპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე 2011 წელს, ISAF–ის მისიის ფარგლებში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა.