საქართველოს მიერ ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის კვლევა ჩატარდება 
საქართველოს მიერ ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის კვლევა ჩატარდება 

საქართველოს მიერ ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება.

მთავრობის განკარგულებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით კვლევის შესყიდვის უფლება „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ მიენიჭა.

ზამთრის ოლიმპიური თამაშების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობის განხილვა გასულ წელს დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთანაც შედგა საუბარი.

ამასთან, საქართველოს მთავრობა ზამთრის კურორტებზე სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრების ჩატარებასაც გეგმავს.