საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირზე თავისი არსებობის ისტორიაში პირველი მატჩი გამართა და დამარცხდა.
საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები 2021 წელს მასტერ ლიგის წინა სეზონის შედეგად ჩამოყალიბდა და პირველად ისტორიაში მიწვეულია ტურნირზე. გუნდის მთავარი მწვრთნელი კობა ახალკაცია.
საქართველოს ნაკრების მეტოქე მასპინძელი უკრაინა იყო. ჩვენმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და გიორგი ბაგოლიშვილმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრებს ამის შემდეგაც ჰქონდა მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენა, რითაც უკრაინამ პირველივე ტაიმში ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დმიტრი ჰრული იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოოდ, უკრაინამ 4:1 მოიგო.
საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები 29 მაისს რუმინეთს შეხვდება, ხოლო 30 მაისს – მოლდოვას. რომელმაც ნაკრების გაფართოებული სია დაასახელა. 7×7 ფეხბურთში მასტერ ლიგის ჩემპიონატი საქართველოში 2019 წლიდან იმართება. წელს თბილისის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა და ჯამში რეგისტრირებული გუნდების რაოდენობამ დედაქალაქის მასშტაბით 56 გუნდი შეადგინა, რომლებიც სამ ლიგაში იქნებიან გადანაწილებული.