მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველომ ირლანდიასთან დამაჯერებელი მოგებით დაიწყო #1TVSPORT
მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველომ ირლანდიასთან დამაჯერებელი მოგებით დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით დაიწყო – გუნდი პირველ მატჩში ირლანდიას დაუპირისპირდა და 5:1 გაიმარჯვა.

ანგარიში მე-2 წუთზე გიორგი კიკნაძემ გახსნა და ტაიმი 1:0 მოვიგეთ. მთავარი ამბები მეორე ნახევარში მოხდა (ტაიმები 20-წუთიანია). 23-ე წუთზე ჯემალ ჯალიაშვილმა ძლიერი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა, 28-ე წუთზე კი დავით მაკარაძემ ლაშა თოთაძესთან გათამაშებული შეტევის შემდეგ ეფექტური გოლი გაიტანა.

35-ე წუთზე ჯემალ ჯალიაშვილმა დუბლი შეასრულა. ორ წუთში, 37-ე წუთზე ირლანდიელებმა პენალტით (ჰოკეის ბულიტივით გათამაშება ხდება) სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მეხუთედ მეტოქის კარი ლაშა ღონღაძემ (მე-40 წუთზე) აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:1.

მასტერ ლიგის (6×6-ზე ფეხბურთი) მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები (მთავარი მწვრთნელი როსტომ ფარცვანია) K ჯგუფშია, სადაც შოტლანდიისა და მაროკოს ნაკრებებს დაუპირისპირდება. მასტერ ლიგის (სოკას) მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიის ქალაქ ესენში 2 ივნისს დაიწყო და 11 ივნისს დასრულდება.