საქართველოს Master Cup-ის მფლობელი თბილისის მერია გახდა #1TVSPORT
საქართველოს Master Cup-ის მფლობელი თბილისის მერია გახდა #1TVSPORT

თბილისის მერია საქართველოს Master Cup-ის მფლობელია – გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში „კავკასიის ავტოიმპორტი“ დაამარცხა და ჯილდოს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

ფინალური დაპირისპირება „ამბასადორ კაჭრეთში“ გაიმართა. თბილისის მერიამ, რომელშიც ახლო წარსულში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, „კავკასიის ავტოიმპორტს“ 5:0 მოუგო.

საქართველოს ნაკრების ყოფლმა ნახევარმცველმა, სანდრო კობახიძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტოქის კარი ორჯერ აიღო და სამი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

25 დეკემბერს თბილისის საკრებულოს შენობაში (თავისუფლების 2) მასტერ ლიგის 2022 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება და მასტერ ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.