ორი ჯილდო მასტერლიგის ევროპის ჩემპიონატზე - ქართველი ფეხბურთელი ტურნირის ბომბარდირია #1TVSPORT
ორი ჯილდო მასტერლიგის ევროპის ჩემპიონატზე - ქართველი ფეხბურთელი ტურნირის ბომბარდირია #1TVSPORT

საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა და ორი ჯილდოც გადაეცა.

მასტერლიგის „ფეისბუქის“ გვერდის ცნობით, საქართველოს მასტერლიგის ნაკრებს სამართლიანი თამაშის (Fair Play) პრიზი გადაეცა. ამავე დროს, სამი გოლით ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი ლევან ჩიხრაძე გახდა: მან ჯგუფურ ეტაპზე კვიპროსს გაუტანა, მეოთხედფინალში – ალბანეთს, ხოლო ნახევარფინალში – რუმინეთს.

საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა D ჯგუფში ირლანდიისა (2:1) და კვიპროსის (3:2) ნაკრებები დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა. ამის შემდეგ გუნდმა მეოთხედფინალში ალბანეთს (4:1) სძლია, ნახევარფინალში რუმინეთთან (1:3) დამარცხდა, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი ხორვატიასთან (0:1) დათმო.

ამასთანავე, ევროპის ჩემპიონატზე პროგრამა მინიმუმი შესრულებულია – საქართველოს მასტერლიგის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.