ევროპის ჩემპიონატი მასტერ ლიგაში - საქართველო ნაკრები ნახევარფინალში დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი მასტერ ლიგაში - საქართველო ნაკრები ნახევარფინალში დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, რუმინეთის ნაკრებს შეხვდა და 1:3 დამარცხდა.

ნახევარფინალური მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში კი 25-ე წუთზე ანგარიში შეტევაში ჩართულმა რუმინელების მეკარე ნეაკსა იონუტიმ გახსნა.

ჩვენმა ნაკრებმა წონასწორობა 27-ე წუთზე აღადგინა. ისევე როგორც მეოთხედფინალში ალბანეთთან, ამჯერადაც ლევან ჩიხრაძემ საჯარიმო დარტყმა ძალიან ეფექტურად და ძლიერად შეასრულა.

დიდი ბრძოლის მიუხედავად, ჩვენი გუნდი ევროპის ოთხგზის ჩემპიონთან დამარცხდა და დღესვე მესამე ადგილისთვის მატჩს გამართავს. საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები მესამე ადგილის მოსაპოვებლად ხორვატიას დაუპირისპირდება.