საქართველოს მასშტაბით, 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.38 პროცენტს შეადგენს
საქართველოს მასშტაბით, 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.38 პროცენტს შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 10:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 7.38 პროცენტია, რაც 154 163 ამომრჩეველს შეადგენს.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია და 9,2%-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი აქტივობა 5.1% კი, მცხეთა-მთიანეთშია.

რაც შეეხება დედაქალაქს, როგორც ცესკო-ში აცხადებენ, აქტივობა 7,4%-ს შეადგენს, რაც 74 527 ამომრჩეველს შეადგენს.

დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა არის გლდანის ოლქში, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან ხმა 7,8%-მა უკვე მისცა. ყველაზე დაბალი აქტივობა 6.8% ისანშია.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 830 საარჩევნო უბანი მოქმედებს, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი, 2 088 722-ს შეადგენს.