საქართველოს მაღალმთიან ზონებში 28-29 დეკემბერს ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, დღის ბოლოდან 28 დეკემბრის დილამდე საქართველოს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი. ზღვაზე შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4-ბალიანი ღელვა.
28 და 29 დეკემბერს ღამის საათებში მაღალმთიან ზონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა მთიან ზონებში შესაძლოა ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.