ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-7 ტური აუტსაიდერების მატჩით დაიწყო: ფოთის “კოლხეთი” თბილისის “ლოკომოტივს” ზესტაფონში უმასპინძლა და დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოთამაშეებს ყვითელი ბარათი 10-ჯერ აჩვენა. დისკვალიფიკაციის გამო, კოლხების სამი წამყვანი ფეხბურთელი ვერ თამაშობდა – გიორგი კახელიშვილი, ლაშა გოგონაია და ზურაბ არზიანი.
თითქოს ყველაფერი ფოთელების საწინააღმდეგოდ აეწყო. თანაც ანგარიში მე-7 წუთზე სტუმრებმა გახსნეს: პენალტი ზუსტად თემურ შონიამ გამოიყენა. ამის მიუხედავად, ”კოლხეთმა” თამაშის შემოტრიალება მოახერხა: მე-16 წუთზე, იაროსლავ კვასოვმა კოლხების რიგებში სადებიუტო შეხვედრა გაიტანა – მანაც პენალტი გამოიყენა. მასპინძლები 25-ე წუთზე გიორგი კილასონიამ დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში 67-ე წუთზე ფოთელთა რუსმა ლეგიონერმა, ილია მიხალიოვმა დააფიქსირა და ”კოლხეთმა” უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო 3:1.
ფოთელებმა შვიდი ქულა დააგროვა და ”ლოკომოტივი” და ”სამტრედია” სამი ქულით ჩამოიტოვეს.