საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი​ ეწვევა
საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი​ ეწვევა

საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვევა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 11:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდება“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.