საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბოლო საკონტროლო მატჩი ავსტრალიასთან გამართა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბოლო საკონტროლო მატჩი ავსტრალიასთან გამართა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის იაპონიის კუნძულ ოკინავაზე ემზადება. შეჯიბრება სწორედ „ოკინავა არენაზე“ გაიმართება. პირველ მატჩს „ჯვაროსნები“ კაბო ვერდესთან 26 აგვისტოს ჩაატარებენ. მანამდე, 22-ში ავსტრალიასთან საკონტროლო მატჩი ითამაშეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი მოიგო ავსტრალიის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში NBA-ის არაერთი წარმომადგენელია. თუმცა საწყისი 20 წუთის 33:51 წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა და მეორე ტაიმში გამარჯვების შანსიც გაუჩნდა. თუმცა, საბოლოოდ მაინც ავსტრალიამ გაიმარჯვა – 86:81.


საქართველო-ავსტრალია 81:86


საქართველო: ანდრონიკაშვილი (2 ქულა, 6 პასი, 2 მოხსნა), ბითაძე (20ქ, 6მ), ჯინჭარაძე (3მ), მამუკელაშვილი (8ქ, 8მ, 2პ), მაკფადენი (11ქ, 2პ), სანაძე (14ქ, 3მ), შენგელია (18ქ, 6პ, 3მ), შერმადინი (6ქ, 5მ), ცინცაძე (2ქ).