საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ტრევიზოში შეიკრიბა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ტრევიზოში შეიკრიბა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში ჩავიდა, სადაც მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატისთვის გენერალურ შეკრებას იწყებს. თბილისიდან ტრევიზოში გუნდი 15 კალათბურთელით გაფრინდა, ხოლო შეკრებაზე გამოძახებული კიდევ 3 მოთამაშე ნაკრებს დღეს და ხვალ შეუერთდება.

თბილისიდან გამგზავრებულ კალათბურთელებს შორის არიან:

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, გიორგი კორსანტია, ბექა ბექაური, გიორგი ტურძილაძე, ლუკა ლიკლიკაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დავით კაკუშაძე.

22 ივლისს ნაკრებს თბილისიდან – გოგა ბითაძე, ხოლო ამერიკიდან თად მაკფადენი შეუერთდება, ხოლო 23 ივლისს ტრევიზოში ჩავა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია. თბილისში მყოფ გოგა ბითაძეს რაც შეეხება, იგი პასპორტის აღებას დაელოდა და ნაკრებს ერთი დღით გვიან შეუერთდება.

ჩვენს კალათბურთელებს ტრევიზოში დახვდა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, რომელიც იტალიაში საბერძნეთიდან ჩავიდა.