საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა
საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა

საქართველოს დღეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა.

იოჰანეს ჰანის ინიციატივით, თბილისში „ევროპული სკოლა“ აშენდება. ეს ევროკომისიის პირველი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარეთ ხორციელდება და მასში, საქართველოს მოქალაქე მოსწავლეებთან ერთად, ისწავლიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მოსწავლეები.

სკოლის დასრულების შემდეგ გაიცემა ევროპული ბაკალავრიატის დიპლომი. პროექტი სრულად მხარდაჭერილია ევროკომისიის მიერ.

იოჰანეს ჰანი ლისის ტბის მიმდებარედ საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად ევროკავშირის სტანდარტების მქონე „ევროპული სკოლის“ ახალი შენობისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობის ადგილას სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.

„ევროპული სკოლის” მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულდეს.