საქართველოს ჰიმნი ეროვნული ნაკრებისა და „მართვეს“ შესრულებით [ვიდეო]
თავისუფლების მოედანზე, სადაც ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დახვედრის ცერემონია მიმდინარეობს, საქართველოს ჰიმნი შესრულდა.
ჰიმნი ეროვნული ნაკრების წევრებმა და „მართვემ“ შეასრულეს.
„თამაშის წინ ხელგადახვეული ვასრულებთ საქართველოს ჰიმნს. ასე ერთმანეთს ვუზიარებთ იმ ენერგიას, რომელსაც შემდეგ ვიყენებთ, რათა საქართველოს ვემსახუროთ და მაქსიმუმი გავიღოთ მოედანზე თქვენს გასახარად. ყველას გთხოვთ, ხელი გადავხვიოთ ერთმანეთს და საქართველოს ჰიმნი შევასრულოთ ჩვენს ბიჭებთან ერთად“, – განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა.