საქართველოს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ეწვევა
საქართველოს 26 მაისს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი პეტერ თაუბერი ეწვევა.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, პეტერ თაუბერი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას შეხვდება, რის შემდეგაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი თბილისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასაც ეწვევა.