საქართველოს გენერალური პროკურორი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს შეხვდა.
პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ და ნინო ლომჯარიამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის შესახებ ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, ასევე საქმეში გამოვლენილ გარემოებებზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე მიაწოდოს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოების ინფორმირებას ახდენს და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოების ინფორმირებას სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებების და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ, მომავალშიც ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.