საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს, – ამის შესახებ გაერთიანების გამგეობის წევრებმა დღეს ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ისინი აცხადებენ, იზიარებენ პროფკავშირის თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განწყობას და აცხადებენ, რომ რევანშისტული ძალის დაბრუნების შემთხვევაში, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა მოისპობა.
„პროფკავშირის წარმომადგენლები ვალდებული ვართ, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ვიზიარებთ პროფკავშირის თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განწყობას და ვაცხადებთ, რომ რევანშისტული ძალის დაბრუნების შემთხვევაში ქვეყნის განვითარების პერსპექტივა მოისპობა.
მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში საჭიროა ახალი რეალური პოლიტიკური ძალის შექმნა. ვფიქრობთ, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბებასა ასევე ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას. სამშაბათს, 17:00 საათზე ვიკრიბებით კულტურის სასახლეში და ვხვდებით ჩვენს წევრებს, რათა მათ გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრება და ერთობლივად დავსახოთ ბრძოლის სტრატეგია. არ გვსურს დაბრუნდეს რევანშისტული ძალა“,- განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძემ.