საქართველოს ფუტსალის ნაკრები სექტემბერში გერმანიას შეხვდება. ამის შესახებ პირველ არხთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა განაცხადა.
„მიხარია, რომ ინგლისთან ნაკრებმა კარგი ფეხბურთი აჩვენა და ბრაზილიელებიც კარგად შეთამაშდნენ. თავად ამბობენ, რომ ასეთ მიღებას და მეგობრულ გარემოში მოხვედრას ვერ წარმოიდგენდნენ, მაგრამ მეტი ამხანაგური მატჩი გვჭირდება, კიდევ უკეთ რომ შეთამაშდეს. ფეხბურთის ფედერაციამ ამხანაგური მატჩები დაგვიგეგმა. 26-დან 29 სექტემბრამდე გერმანიას ორჯერ შევხვდებით. თამაშის გამართვა ოქტომბერშიც გვსურს და მეტოქე მალე გაირკვევა. მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყნის ფედერაციასთან მიმდინარეობს. დეკემბერში კი თბილისში უნგრეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს მივიღებთ. სულ წელს მოსამზადებლად რვა შეხვედრას ჩავატარებთ” – ამბობს ასათიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადება ინგლისთან ორი ამხანაგური მატჩით დაიწყო – 4 და 5 აპრილს, ასათიანის გაწვრთნილებმა მეტოქე ორივეჯერ დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 5:1 და 6:0.