საქართველოს ფოსტა - ტარიფების ზრდა, საშუალოდ, 15%-ით მოხდა, ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით ვაგრძელებთ ოპერირებას
საქართველოს ფოსტა ეხმაურება კომპანიის წინააღმდეგ მედიასა და სოციალურ ქსელებში დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც ტარიფების ცვლილებას შეეხება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტარიფების ზრდა, საშუალოდ, 15%-ით მოხდა და საქართველოს ფოსტა ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას.
„კომპანია განმარტავს, რომ ტარიფების ზრდა, საშუალოდ, 15%-ით მოხდა, რაც განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით და იმ ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და უწყვეტობისთვის.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფოსტა ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას“, – აცხადებენ საქართველოს ფოსტაში.