საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას თბილისში გამართავს. 24 მარტს, ვლადიმირ ვაისის გუნდი ლიტვის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.
ორივე გუნდისთვის აღნიშნული შეხვედრა უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.
ლიტვის ნაკრები C ლიგის მეოთხე ჯგუფში რუმინეთის, სერბეთისა და მონტენეგროს ნაკრებებს შეხვდება.
საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთს და ანდორას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშება მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.