საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას მარტს გამართავს

19:34, 26.01.2018

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას თბილისში გამართავს. 24 მარტს, ვლადიმირ ვაისის გუნდი ლიტვის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

ორივე გუნდისთვის აღნიშნული შეხვედრა უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

ლიტვის ნაკრები C ლიგის მეოთხე ჯგუფში რუმინეთის, სერბეთისა და მონტენეგროს ნაკრებებს შეხვდება.

საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთს და ანდორას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშება მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

მსგავსი