საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი ბიუროს სხდომას წარედგინა
საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინა, საკანონმდებლო ორგანო დოკუმენტზე მომავალ სასესიო კვირას იმსჯელებს.
როგორც ჟურნალუსტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, პარლამენტი მთავრობას ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე მიმართავს, როცა საფრთხე ემუქრება ქვეყანას.
მისი თქმით, საქართველო ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას მისწრაფება აქვთ იმის, რომ გადარჩნენ ამ ურთულეს სიტუაციაში და სამშვიდობოს გავიდნენ.
„ევროკავშირში მიღება, ან კანდიდატად გახდომა იმას არ ნიშნავს, რომ ის პრინციპები არ გაითვალისწინო, რომელიც არსებობს. ამ თემაზე ოპოზიციის პოზიციები არის წმინდა წყლის სპეკულაცია და ხელშეშლის მცდელობა. იმდენად აქტიურია მათი ქმედებები, შეგვიძლია თავისუფლად ვილაპარაკოთ, სახელმწიფო ინტერესების ღალატზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.