საქართველოს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
საქართველოს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ხვდება.
ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
იან ლიპავსკი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.