საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 37 200 000 აშშ დოლარი გაყიდა
2020 წლის 10 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 37 200 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3169 შეადგინა.
ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე 22-ე სავალუტო ინტერვენციაა.
ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 746 850 000 დოლარი გაყიდა.