საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 27 500 000 აშშ დოლარი გაყიდა
2021 წლის 1-ლი აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონზე 27 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4401 შეადგინა.
წელს ეს რიგით მე-5 ინტერვენციაა ეროვნული ბანკის მხრიდან. ჯამში ცენტრალურმა ბანკმა 2021 წელს 187 500 000 დოლარი გაყიდა.